მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა


























უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მე-4 საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013-2014 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ აკრედიტებულ საბაკალავრო (დანართი-1) და სამაგისტრო (დანართი-2) პროგრამებზე.
უნივერსიტეტი მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებლებს შორისაა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხუთ ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებელს შორისაა... »»»
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №02
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანის წესის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 25 დეკემბრის №03 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე...»»»
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №03
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი...»»»
ბსუ-ს თანამშრომელთა საყურადღებოდ!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, შენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. უნივერსიტეტის თანამშრომლებს ეძლევათ აქციაში მონაწილეობის საშუალება... »»»
ა ნ ო ნ ს ი
20 მაისს, 15:00 საათზე, ქართველი ფილოსოფოსის, აკადემიკოს კოტე ბაქარაძის სახელობის აუდიტორიის (32-ე აუდიტორია) გახსნასთან დაკავშირებით ტარდება სამეცნიერო კონფერენცია ,,კოტე ბაქრაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“
ერაზმუს მუნდუსის "WEBB" პროგრამის გრანტის მფლობელები
ერაზმუს მუნდუსის "WEBB" პროგრამის კონკურსის შედეგად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა და პროფესორ-მასწავლებელმა მოიპოვა გრანტი. უნივერსიტეტი კონკურსანტებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.... »»»
17 მაისი 2013 წელი
სემინარი ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე
საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ და მოადგილემ გიორგი კეპულაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სემინარი ჩაატარეს. საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და სამეზობლო პოლიტიკით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.
16 მაისი 2013 წელი
„სტუდენტთა სტაჟირება და დასაქმება - სოციალური გამოწვევა“
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა თემაზე: „სტუდენტთა სტაჟირება და დასაქმება - სოციალური გამოწვევა“. სოციალურ, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები აჭარის დასაქმების სააგენტოს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აქტუალურ საკითხზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დისკუსიაზე წარმოდგენილი დასკვნები და მოსაზრებები საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის კანონ-პროექტში აისახება, რომელიც განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეცემა.
15 მაისი 2013 წელი
უნივერსიტეტში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ სურმანიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მედიკოსის, პუბლიცისტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამაზ სურმანიძის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ცნობილ მკვლევრს იუბილე მიულოცეს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, აჭარის ა.რ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, მთავრობის წევრებმა, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ, საზოგადოება „ჭვანელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აკაკი ზოიძემ, ბსუ-ს ემერიტუსებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მწერლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ... »»»
14 მაისი 2013 წელი
„თამარობა 800“
თამარ მეფის ხსენების დღეს მიეძღვნა “ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შემოქმედებითი საღამო „თამარობა 800“. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიისა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტებმა თეატრალური წარმოდგენით კიდევ ერთხელ გაიხსენეს თამარ დედოფლის ცხოვრება, მოღვაწეობა და საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წელი თამარ მეფის წლად გამოცხადდა.
14 მაისი 2013 წელი
პროფესორ თინა შიოშვილის წიგნის „იესო ქრისტე ქართულ ფოკლორში“ წარდგინება გაიმართა
შოთა რუსთაველის დარბაზში პროფესორ თინა შიოშვილის წიგნის „იესო ქრისტე ქართულ ფოკლორში“ წარდგინება გაიმართა. მონოგრაფია ეძღვნება მაცხოვრის ვერბალური ხატის შესწავლას ქართულ ფოლკლორულ შემოქმედებაში. წიგნში გაანალიზებულია მაცხოვრის შობის, სოფლიური მოღვაწეობის, ჯვარცმისა და აღდგომის ციკლის სასულიერო-რელიგიური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის, რელიგიისა და კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.
13 მაისი 2013 წელი
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი მეჰმედ დუმანი პრორექტორთან და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან და ფაკულტეტების დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების „Mevlana“-ს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას. საერთაშორისო გაცვლით პროგრამას თურქეთის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო აფინანსებს და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთისა და უცხოეთის სხვა უმაღლეს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
13 მაისი 2013 წელი
ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირების კონკურსის წარდგინება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ხათუნა კალანდარიშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირების კონკურსის პირობები, საკვალიფიკაციო გამოცდისა და ნოტარიუსად დანიშვნის კრიტერიუმები გააცნო. სტაჟირების კონკურსს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ატარებს და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. წარდგინების დასასრულს ხათუნა კალანდარიშვილმა მომავალ სამათალდამცავებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „როგორ გავხდე ნოტარიუსი?“.
11 მაისი 2013 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები „აჭარა 2013“-ის გამარჯვებულია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური დღეები „აჭარა 2013“-ის გამარჯვებულია. კომპეტენტურმა ჟიურიმ 6 მაისის პარკში გამართულ დასკვნით კონცერტზე ხუთ ნომინაციას შორის პირველობა ბსუ-ს სტუდენტებს მიაკუთვნა. ახალგაზრდებმა სპორტულ ღონისძიებებს შორის წარმატებას მიაღწიეს ფეხბურთსა და ქუჩის კალათბურთში. თანამედროვე ცეკვების ჯგუფმა ,,M style 13”-მა ცეკვა „აფრიკულის“ შესრულებით საუკეთესო ორიგინალური ნომრის ნომინაციაში გაიმარჯვა და განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თამთა მამულაძემ „მის-უნივერსიტეტის“ ტიტული მოიპოვა. სტუდენტური დღეები „აჭარა 2013“-ში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
10 მაისი 2013 წელი
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპო ბათუმი -2013“
ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2013” ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი მონაწილეობდა. ფაკულტეტმა დამთვალიერებლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2013” 8 ქვეყნის 80-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის ფაკულტეტთან თანამშრომლობა დაიგეგმა.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 17.05.2013
გვერდი იხილა 2 280 476 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ