შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან

სურათი

საქართველოს დამსახურებული არსტისტი ლეო ანთაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის შეხვდა. ცნობილმა მსახიობმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სააქტო დარბაზში გამართულ შემოქმედებით შეხვედრაზე ეპიზოდები წარმოადგინა ცნობილი სპექტაკლებიდან. საქართველოს სახალხო არტისტისტმა ქვიშხეთში გატარებული წლები  მაყურებელს საავტორი მონოსპექტაკლით  შესთავაზა.  ლეო ანთაძეს 1961 წლიდან საქართველოს დამსახურებული არტისტი, ხოლო 1979 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტია. პირველი წარმატება მსახიობს ახალგაზრდა ვეტერინარის როლმა მოუტანა კინოფილმში „ყვავილი თოვლზე". მის სახელს უკავშირდება მრავალი როლი როგორც კინოში, ასევე თეატრში: „გრაალის მცველნი“ - მზისავარი, „ეზოში ავი ძაღლია“ - ვანო ლაითაძე, „ეუხენა ბალბოა“ - მოხუცი, „ზაფხულის ღამის სიზმარი" - კომშა, „ზვავი“ - ბაბუა, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ზურიკო, „ურიელ აკოსტა“ - ბენ-აკიბა, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ - თავადი ვაჩნაძე, „ხეები ზეზეურად კვდებიან“ - თვალთმაქცი; „მარიონეტების თეატრში“, „კახაბერის ხმალი“ - ლიპარიტი და სხვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა