„ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ“.

სურათი

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების ციკლი „ვის ეშინია ფემინიზმის“ დაიწყო. შოთა რუსთაველის დარბაზში ფილოსოფოსმა, ქალის უფლებების დამცველმა  ლელა გაფრინდაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ“. მომხსენებელმა ისაუბრა ქალის უფლებების მოპოვების ისტორიასა და მის ძირითად მოქმედ პირებზე. მსმენელები გაეცნენ ფემინისტური იდეების დასავლურ ისტორიასა და ქართულ სინამდვილესთან არსებულ კავშირს. საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა თანასწორობის იდეასა და იმ ქართველ ქალებზე, რომელთაც გზა გაუკვალეს მომავალი თაობის ქალებისათვის. საჯარო ლექციების 13 დეკემბრამდე გაგრძელდება და ყოველ პარასკევს 17:00 საათზე ჩატარდება.

ლექციების განრიგი:

17 ოქტომბერი, პარასკევი: ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ (ლელა გაფრინდაშვილი)

24 ოქტომბერი, პარასკევი: ანტიფემინიზმი - უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის? (თამარ ცხადაძე)

31 ოქტომბერი, პარასკევი: ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში (თინა მეგრელიძე)

7 ნოემბერი, პარასკევი: სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? (დათო გაბუნია)

14 ნოემბერი, პარასკევი: გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში (თამთა თათარაშვილი)

21 ნოემბერი, პარასკევი: ვის ეშინია საბედისწერო ქალის? (თეო ხატიაშვილი)

28 ნოემბერი, პარასკევი: სექსიზმი ქართულ რეკლამებში (ეთუნა ნოღაიდელი)

5 დეკემბერი, პარასკევი: თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე)

12 დეკემბერი, პარასკევი: ფილმის ჩვენება „ვის ეშინია ფემინიზმის?“
 
პროექტის მხარდამჭერია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა