ფუტსალში აჭარის ჩემპიონი ბსუ-ს გუნდი გახდა

სურათი

უმაღლეს სასწავლებლებს შორის აჭარის ღია პირველობა ფუტსალში ბსუ-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებმა ანგარიშით 6:1 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი დაამარცხა. ჩემპიონატი აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ნაკრებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა