„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოება და სახელმწიფო“

სურათი

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ მჟავანაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოება და სახელმწიფო“. მომხსენებელმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა პრობლემებზე,  მათი მოგვარებს გზებზე, ადაპტირებული გარემოსა და ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. საჯარო ლექცია სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტების ორგანიზებით პროექტის - „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა