პროექტი „სტუდენტები თავისუფლებისთვის“

სურათი

პროექტის „სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები თამარ ბაღათურია, ელენე გამეზარდაშილი და საბა სუთიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა შეხვედრაზე სტუდენტური თვითმართველობის სხვადასხვა მოდელი განიხილეს, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და სოციოლოგიური კვლევაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი სტუდენტურ თვითმართველობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასა და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით კანონპროექტის მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც რეკომენდაციის სახით სახელისუფლებო ორგანოებს წარედგინება. პროგრამა „ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით 6 საუნივერსიტეტო ქალაქში ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა