პროექტი ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის’’

სურათი

ორგანიზაცია ,,მოქალაქის’’ პროექტის ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის’’ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგები გაიმართა. პროექტში პირველ ეტაპზე ბსუ-ს სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 12 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მეორე და მესამე ტურზე გადასვლის შესაძლებლობა 6-ს მიეცა. ახალგაზრდებს სწავლება ჩაუტარდათ თვითმმართველობის არსის, კვლევის მეთოდების, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის შესახებ. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას.

პროექტი ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ითვალისწინებს:

სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზს, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავებას,
სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მეორე ეტაპი - კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური  დოკუმენტის მომზადებაზეა ფოკუსირებული. გუნდებმა  კონკრეტულ  მუნიციპალიტეტში  არსებული ვითარების შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე უნდა მოამზადონ ანალიტიკური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები";

მეორე ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ითვალისწინებს სტუდენტთა გუნდების მიერ საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენას (საპროექტო წინადადებაში აღწერილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო აქტივობები, კვლევის/შეფასების მეთოდოლოგია, ბიუჯეტი და სხვ.); პირველი ნაწილის შემდეგ გუნდები იღებენ უკუკავშირს (კომისიის მოსაზრებას, შენიშვნას, რეკომენდაციას). მეორე ნაწილი კი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე, არსებული ბიუჯეტის ანალიზზეა ფოკუსირებული.

მესამე ეტაპი ითვალისწინებს  კონცეპტუალური დოკუმენტის - „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა" მომზადებას. მასში ასახული უნდა იყოს გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მომდევნო წლის ბიუჯეტი.

ორგანიზაცია „მოქალაქე" პროექტის გამარჯვებულ კონკურსანტებს პრიზებს გადასცემს და სასწავლო-შემეცნებითი ტურს მოაწყობს ევროპის განვითარებული თვითმმართველობის მქონე ქვეყნებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა