სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამა „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის  11 თებერვლის №2 გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო  2014-2015 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“   განხორციელება.

პროგრამის მიხედვით შეღავათები მიენიჭება:

ა) სტუდენტს, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 – ზე და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

ბ) სტუდენტს, რომელიც არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ,,კარგი  ‘’ (71 და მეტი ქულა);

გ) სტუდენტს, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

დ)  სტუდენტს, რომელიც არის ობოლი (დედით ან მამით) და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

ე)  სტუდენტს, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

ვ) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი ოჯახის (სამი შვილი)  წევრი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ფრიადი (91 და მეტი ქულა);

ზ) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი ან ხუთი შვილი)  წევრი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვს  შეფასება ძალიან კარგი (81 და მეტი ქულა);

თ) სტუდენტს, რომელიც  არის მრავალშვილიანი ოჯახის (ექვსი და მეტი შვილი)  წევრი და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით:

  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არით­მეტიკულით ტოლი ან მეტია  65 ქულის;
  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება ტოლია ან მეტი 61 ქულის;
  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია  71 ქულის;
  • ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია  81 ქულის;

ი) სტუდენტი, რომელიც მიეკუთვნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ დადგენილი ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული), ოჯახს, რომლის სახლის დაზიანება შეფასებულია პირველ ან მეორე კატეგორიით და რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული   შეფასება საშუალო არითმეტიკულით ტოლი ან მეტია 71  ქულის;

კ)  სტუდენტი, რომელიც არის მარტოხელა დედა, რომელიც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობით და 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული  შეფასება ტოლია ან მეტი 61 ქულის;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა ბსუ-ს კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ:

ა)  განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა (პასპორტის) და დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის სტატუსში მყოფ პირებზე);

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000 –ზე);

ე) მკვეთრად /მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ვ) საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი ან ცნობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მშობლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

თ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტისა და მისი და – ძმების პირადობის მოწმობის ასლები;

ი) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული იძულებით  გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

კ)  შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობა, ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) სახლის დაზიანების პირველი ან მეორე კატეგორიის შესახებ .

ლ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის მარტოხელა დედობის დადასტურების შესახებ.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით.

გადაწყვეტილება №02


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა