აჭარის რეგიონული სასკოლო ჩემპიონატი ფუტსალში დასრულდა

სურათი

აჭარის რეგიონული სასკოლო ჩემპიონატი ფუტსალში #1 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში კავკასიის ბიზნესის სკოლა  #1 საჯარო სკოლასთან დამარცხდა ანგარიშით 1:3. ჩემპიონატი 15 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით დაიწყო და პირველობისთვის ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 38 ნაკრები იბრძოდა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდის წევრები ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად საქართველო-გერმანიის მატჩს დაესწრებიან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ულოცავს #1 საჯარო სკოლის ნაკრებს   გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა