უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრებმა სტუდენტურ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრებმა სტუდენტურ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეხვედრა ბსუ-ს გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. პირველობამ სტარტი 23 მარტს აიღო და 29 მაისს დასრულდება. გამარჯვებული გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის პირველობისათვის იბრძოლებს. შეჯიბრს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს და მასში სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის 12 გუნდი მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა