VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“

სურათი

უნივერსიტეტში  საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“ გაიხსნა. რიგით მეშვიდე სამეცნიერო კონფერენციაში 60-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. მკვლევრები ორი დღის განმავლობაში მოხსენებებს წარმოადგენენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაზე, ავტოკეფალიისა და ქრისტიანული კულტურის განვითარების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა. საერთაშორისო ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა