სიგელები ქველმოქმედებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის

სურათი

ქველმოქმედებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის 100 სტუდენტსა და 20-მდე პროფესორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მამა სერგიმ და ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა სიგელები გადასცეს. მეოთხე წელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ქალაქ ბათუმში (რურუას ქუჩა #3) ეფრემ ასურის სახელობის ტაძარს აშენებენ. გარდა ამ ტაძრის მშენებლობისა აქტიურად იყვნენ ჩართული 50-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის მშენებლობასა და სხვა სახის სამუშაოებში. სტუდენტების ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა სახელწოდებით ,,ეს გზა ტაძართან მიგვიყვანს“. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ეფრემ ასურის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხა. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დღემდე აგრძელებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს.

ჩატარებული ღონისძიებების ნუსხა:
1. ახალშენის ყოვლადწმიდა სამების მშენებარე სამონასტრო კომპლექსის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა
2. ახალსოფლის წმიდა გიორგის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა
3. ცხემვანის დედათა მონასტრის სურსათ-სანოვაგით მომარაგება
4. დავით აღმაშენებლის წმიდა მარკოზ მახარებლის მშენებარე ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა
5. აჭარისწყლის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა
6. აჭარაში წამებულთა დედათა და მამათა სახელობის ტაძრის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა
7. სარფის დედათა მონასტრის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობა
8. თრუსოს ხეობაში არსებული სამონასტრო კომპლექსის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა