სომეხი მაგისტრანტები ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის „უმაღლესი განათლების მენეჯმენტი“  ფარგლებში სასწავლო ვიზიტით  სომხეთის ვანაძორის უნივერსიტეტის  სამაგისტრო პროგრამის 5 სტუდენტი იმყოფება. საგანმანათლებლო პროცესის გაცნობის მიზნით სომეხი სტუდენტები ლექციებს დაესწრნენ და ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. სტუმარი-მაგისტრანტები მშობლიურ უნივერსიტეტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან ერთად გაემგზავრებიან. პროექტის ეგიდით ასევე ბსუ-ს 2 წარჩინებული მაგისტრანტი კობლენცის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მასში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვეს.

სამაგისტრო პროგრამა „უმაღლესი განათლების მენეჯმენტი“ ტემპუსის საგრანტო პროექტის  (530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR: MASTER IN HIGHER EDUCATION MANAGEMENT: DEVELOPING LEADERS FOR MANAGING EDUCATIONAL TRANSFORMATIO) ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთში განათლების რეფორმის მხარდაჭერა და ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით კვალიფიციური კადრების მომზადება. „უმაღლესი განათლების მენეჯმენტი“  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა გუნდის მიერ,  ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა