იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას.  თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები, განხორციელდება ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და იუსტიციის უმაღლეს სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ მოაწერეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა