უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა დომენიკ კასაბ-თეზგორმა საჯარო ლექცია წაიკითხა

სურათი

ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა დომენიკ კასაბ-თეზგორმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „მუზეუმების ისტორია საუკუნეების მანძილზე“. მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მუზეუმისა და მუზეოლოგიის კონცეფცია გააცნო. ისაუბრა მესოპოტამიაში პირველი მუზეუმის შექმნის, პირველი საზოგადოებრივი ვატიკანისა და რენესანსის პერიოდის კაპიტოლიუმის, XVI-XVII საუკუნეების საოცრებათა კაბინეტისა და განმანათლებლობის ხანის ენციკლოპედიის მუზეუმების ისტორიაზე. ცნობილმა მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე პოსტმოდერნული მუზეუმებისათვის დამახასიათებელ მეწარმეობისა და მარკეტინგის იდეაზე. საჯარო ლექცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამების ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა