თანამშრომლობის მემორანდუმი ევროპულ აკადემიასთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ევროპული აკადემიის რექტორმა ლაშა ნარსიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სამეცნიერო კვლევების წარმოებას, პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირებასა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები და საზაფხულო სკოლები. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სასწავლო უნივერსიტეტის ევროპული აკადემიის რექტორი დელეგაციის წევრებთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორიას, სასწავლო პროგრამებს, ფაკულტეტებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა