ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და რექტორატი თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ დასახმარებლად  გადაწყვიტა  თანამშრომელთა ხელფასის 1% გადაირიცხოს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ასევე დაიწყო საქველმოქმედო აქცია პირველადი მოხმარების საგნებისა და ტანსაცმლის შესაგროვებლად. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტში შექმნილ შტაბს. მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის #35, I კორპუსი, სასპორტო დარბაზი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა