ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა

სურათი

ტემპუსის პროექტის „დისტანციურ ინჟინერიასა და ვირტუალურ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული ინდუსტრიული თანამშრომლობა და შემოქმედებითი საინჟინრო განათლება“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა. პროგრამის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები პროექტის შედეგებს შეაჯამებენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. პროექტის მიზანია შექმნას და დანერგოს მეთოდოლოგია, რესურსები საინჟინრო სფეროს გასავითარებლად საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში. შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამა საინჟინრო მიმართულებით ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით და განისაზღვრება სასწავლო მეთოდოლოგია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამის ეგიდით გაიხსნა სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსები ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.

პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები:

  1. ილმენაუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გერმანია (აპლიკანტი)
  2. დეუსტოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
  3. კარინთია გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ავსტრია
  4. ბრასოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი, რუმინეთი
  5. Quality Austria - შ.პ.ს. ტრენინგი, სერტიფიცირება და შეფასება, ავსტრია
  6. ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უკრაინა
  7. ივანო-ფრანკივსკის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა
  8. ზაპოროჟიის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა
  9. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
  10. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
  11. სომხეთის ამერიკის უნივერსიტეტი, სომხეთი
  12. სომხეთის სახელწიფო საინჟინრო უნივერსიტეტი, სომხეთი
  13. სომხეთის სახელწიფო საინჟინრო უნივერსიტეტის კაპანის ფილიალი, სომხეთი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა