სასკოლო მზაობის პროგრამის ტრენერთა ტრენინგი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო მზაობის პროგრამის ტრენერთა ტრენინგი იმართება. სწავლება მიზნად ისახავს სასკოლო მზაობის აღმზრდელთა გადამზადებას და სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის გაცნობას. ოთხი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეები შეისწავლიან სასკოლო მზაობის პროგრამას, საგანმანათლებლო სტანდარტებს, ძირითად პრინციპებსა  და კომპონენტებს. ასევე განიხილავენ აღმზრდელის სახელმძღვანელოს, ბავშვზე დაკვირვების პრინციპებსა და დაკვირვების ფორმის შემუშავების წესებს კონკრეტული საქმიანობის გათვალისწინებით. ტრენინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბსუ-ს და unisef-ის ორგანიზებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა