საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC)

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერისტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მესამე ერთობლივი საზაფხულო სკოლა - „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ გახსნეს. პროექტში მონაწილეობას ქართველი, გერმანელი, ავსტრიელი, ჩეხი, სერბი, სომეხი, თურქი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, რუსი, ყაზახი, პოლონელი  და სტუდენტები ღებულობენ. მომავალ იურისტებს ლექციებს ცნობილი უცხოელი ექსპერტები წაუკითხავენ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, მათ დაინტერესებას ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით. 
 
EULISC ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულობის ზრდას, გააღრმავებს ცოდნას ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. საზაფხულო სკოლის სტუდენტები დაეუფლებიან პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და შეიძენენ მეთოდოლოგიურ ცოდნას. შეიქმნება საერთაშორისო გარემო, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის მომავალი იურისტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და ფილოსოფიური ფლაგმანის - „მეგობრული წრე ევროკავშირის სამეზობლოში“ შექმნას. საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეიქმნება ახალგაზრდა მეცნიერთა მულტიკულტურული ჯგუფი, რომელიც განიხილავს კავკასიის პრობლემატურ საკითხებს. პროექტი ევროკავშირის უწყვეტი განათლების პროგრამა ჟან მონეს, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.
 
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი პროფესორები: 
  • აისტე მიკუნაიტი (ევროპული სამართლის ინსტიტუტის პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია);
  • ჯასტინა ნასუტავისიენე (ლიტვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ევროპული სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენელი); 
  • ბესარიონ ბოხაშვილი (ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი);
  • გვანცა დავითაშვილი (საერთაშირისო ურთიერთობათა დოქტორანტი);
  • სანდრო დევიძე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე);
  • აკაკი ბერიძე (უფროსი იურიდიული მრჩეველი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრი); 
  • ადამ მახარაძე  (პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო).
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა