საზაფხულო სკოლა - “კონფლიქტების ინსტიტუციონალურად ორიენტირებული კვლევა” (ICCS)

სურათი

17-27 აგვისტოს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “კონფლიქტების ინსტიტუციონალურად ორიენტირებული კვლევა” (ICCS)  ფარგლებში  საზაფხულო სკოლა ჩატარდა. მასში უცხოელ ექსპერტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა  კონფლიქტების  ინსტიტუციური მიდგომების შესწავლას, კვლევასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

მიმდინარე პროექტი წარმოადგენს 2011-2013 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის “ლოკალური კონფლიქტების გააზრებიდან - განვითარების შესაძლებლობის გამოყენებისაკენ” გაგრძელებას, რომლის ფარგლებში მიღწეული იყო ორი მნიშვნელოვანი შედეგი - ყაბარდო-ბალყარეთის უნივერსიტეტში შეიქმნა “კონფლიქტის სოციოლოგიის” სამაგისტრო პროგრამა და დაფუძნდა “ჩრდილოკავკასიის კონფლიქტოლოგიის უმაღლესი სკოლა”.

სამწლიანი პროექტი ითვალისწინებს სწავლების სისტემისა და კვლევითი მიდგომების რეალიზებას მაიკოპის, სოხუმის და ბათუმის უნივერსიტეტებში. ძირითად დახმარებას გაუწევენ მარბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) კონფლიქტების კვლევის ცენტრი და ბილეფილდის (გერმანია) კონფლიქტებისა და ძალადობის დისციპლინათაშორისი კვლევის ინსტიტუტი, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის მიღებაც. პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობას.

საზაფხულო სკოლაში  მონაწილეობდნენ:

  • იან კიოლერი - პროფესორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ტიმურ ტენოვი - ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური თეორიების კათედრის გამგე;
  • მურატ შოგენოვი - დოცენტი, ჩრდილოკავკასიის კონფლიქტოლოგიის უმაღლესი სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი;
  • ასლან ჩეჩენოვი - დოცენტი, ჩრდილოკავკასიის კონფლიქტოლოგიის უმაღლესი სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი.
  • რუსლან ბარამიძე - ისტორიის დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნატალია ლაზბა - ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • დალი დობორჯგინიძე - ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  •  ელენე ხაჯიშვილი - ფილოლოგი, დოქტორანტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ქეთი დევაძე - ფსიქოლოგი, მაგისტრანტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა