ტემპუსის საგრანტო პროექტის კონფერენცია „ინკლუზიის გამოწვევები“

სურათი

ტემპუსის საგრანტო პროექტის ,,ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“ (Access to Society for People with Individual Requirements (ASPIRE), N530345-TEMPUS-1-2012-1-GE-TEMPUS-JPHES) ფარგლებში, სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმის“ საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია  ,,ინკლუზიის გამოწვევები“ გაიხსნა. მომხსენებლები უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.  პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლიდან არის ჩართული და მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების არსებული გამოწვევების განხილვასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდების უმაღლესი განათლებით  დაინტერესებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანების განათლებას, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და დისკრიმინაციის შემსუბუქებას.

კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ტემპუსის პროექტის ფინანსური უზრუნველყოფით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა