უნივერსიტეტს სილეზიის (პოლონეთი) დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სილეზიის (პოლონეთი) დელეგაციას უმასპინძლა.  სილეზიის სავოევოდოს მარშალი ვოიჩეხ საუგა, სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი გრეგორ ვოლნიკი, სილეზიის სავოევოდოს მმართველთა საბჭოს წევრი კაზიმირ კაროლჩაკი, სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის მრჩეველი მარტინა სტარკი-იაჟდჟიკი, მარშალის კაბინეტის დირექტორის მოადგილე დარია კოსმალა, მარშალის კაბინეტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი კარინა ივანი, ქ. პეკარის მერი სლავა უმინსკა-დურაი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს, ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს სულიკო თებიძეს, ფაკულტეტების დეკანებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე მხარეები მემორანდუმის გაფორმებაზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა