სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უჩინარი პაციენტები, უჩინარი სიცოცხლე“

სურათი

ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამდღიანი სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უჩინარი პაციენტები, უჩინარი სიცოცხლე“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესიაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა:  პალიატიური მზრუნველობის ადგილი ჯანდაცვის სისტემასა და საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებაში და რეგიონული პალიატიური მზრუნველობის სამსახური - აჭარის ა.რ. გამოცდილება. ახალგაზრდები ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის მრავალპროფილიან საავადმყოფოსა და ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრს ეწვევიან. ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „პალიატიური მზრუნველობა - მედიცინის,  სოციალური დახმარებისა და ადამიანთა უფლებების ინტეგრაციის სფერო.

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ექიმთა ასოციაციისა და პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა