ღია მონაცემების პორტალის წარდგინება

სურათი

ღია მონაცემების პორტალის - data.gov.ge წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს  საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემების ბაზების მონაცემები გააცნო და ისაუბრა მათი ხელმისაწვდომობის საკითხებსა და ბიზნეს-სტარტაპების გამოყენების გზებზე. პორტალი მოქალაქეებს, ბიზნესმენებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნონ არა მხოლოდ სახელმწიფო მონაცემებს, არამედ მათი გამოყენებით შექმნან ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს-პროექტები და ელექტრონული სერვისები. ღონისძიება IDFI-ის პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა