ჯარისკაცებისათვის საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო

სურათი

სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები სამხედრო მოსამსახურეებს ერთი კვირის განმავლობაში ლექციებს წაუკითხავენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: „საბრძოლო ხელოვნების ისტორია“,  „გეოპოლიტიკა“, „საერთაშორისო ორგანიზაციები“, „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, „სურსათი–სარგებელი და საფრთხე“ და „საქართველოს ისტორია“.  პროექტი სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირველობა მინიფეხბურთსა და მკლავჭიდში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა