შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

შიდსთან  ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. შოთა რუსთველის დარბაზში გამართულ კონფერენციაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის წარმომადგენლებმა მოხსენებები წარმოადგინეს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: „აივ/შიდსი - საკითხის პრობლემატურობა“, „აივ-გადაცემის გზები“, „ზიანის შემცირება“ და „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა აჭარში“. სესიის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, ვორქ-შოფი თემაზე: ,,ნიმუშის აღება სკრინინგული ტესტირებისათვის’’, HIV  და C ჰეპატიტის ნებაყოფლობითი სკრინინგი და მობილური ლაბორატორია -  HIV   და C ჰეპატიტის ნებაყოფლობითი სკრინინგი.

შიდსთან  ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის ორგანიზებით  აღინიშნა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა