შეხვედრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორებმა ნოდარ ფუტკარაძემ და ლილით მელოიანი-ფუტკარაძემ ტემპუსის პროექტის „აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა კულტურული და სტრუქტურული ადაპტაციის მეშვეობით“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პარტნიორ უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ინტერნაციონალიზაციის სფეროში და „Promoting Internationalization of HEIs in Eastern Neighbourhood Countries through Cultural and Structural Adaptations (PICASA)“ პროექტის სამომავლო გეგმები განიხილეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა