უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნა

სურათი

საქართველოს კონსტიტუციის მიღების 93 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა სტუდენტებისათვის საქართველოს კონსტიტუციის თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. უწყების ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს კონსტიტუციის შექმნის ისტორია, სამართლებრივი ასპექტები, 1921 წელს განვითარებული მოვლენები გააცნო და მომავალი სამართალდამცავების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ლექციის დასასრულს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფოიეში ქვეყნის პირველი კონსტიტუციის მიღების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა