უნივერსიტეტში "ELSA ბათუმის" წარდგინება გაიმართა

სურათი

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმში - "ELSA ბათუმის" წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. "ELSA ბათუმის" ხელმძღვანელმა, ბსუ-ს სტუდენტმა ლევან კუტუბიძემ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის საქმიანობა, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, სხვადასხვა სახის პროექტები, პრიორიტეტები და პერსპექტივები გააცნო. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია 42 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი და 32 ათას სტუდენტს აერთიანებს. ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციაში ბსუ-ს 40 სტუდენტია გაწევრიანებული.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა