სემინარი თემაზე: „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“

სურათი

ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა თემაზე: „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“. უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და მკვლევარმა რუსლან ბარამიძემ სტუდენტებს გააცნეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გრანტის ,,ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (საგრანტო ხელშეკრულება№57/06) ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგები. პროექტი მიზნად ისახავს თურქეთის რესპუბლიკაში ქართული მუსლიმური მემკვიდრეობის გამოვლენასა და შესწავლას. 2014 წლის 8–17 მაისს, პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ილში (ისტორიული ტაო–კლარჯეთი) მოეწყო პირველი ექსპედიცია. ექსპედიციამ გამოავლინა 20–მდე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელთა ნაწილი შესულია თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა