თანამშრომლობა კანადის კვლევით ცენტრებთან რესპირაციულ მედიცინაში

სურათი

დღეს, სასკაჩევანის უნივერსიტეტს  (კანადა),  ჯანდაცვისა  და გარემოს  უსაფრთხოების კანადურ ცენტრსა  (CCHSA) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის   ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება  გაფორმდა.  ხელშეკრულება  რესპირაციულ მედიცინაში  ერთიანი კვლევების განხორციელებას ითვალისწინებს.  ერთობლივი კვლევის მიზანი    გეოგრაფიული ვარიაციების  კავშირის დადგენაა  ასთმის დიაგნოზთან, მის გავრცელებასა და სიმწვავესთან , რომელსაც  კანადელი მკვლევარი  ჯოშ ლოვსონი   საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ  ვახტანგ ბერიძესთან   ერთად  განახორციელებს. კანადელი დოქტორის  ჯოშ ლოვსონი   ვიზიტის ფარგლებში    პროფესორ-მასწავლებლებისა და ექიმებისათვის ჩატარდება სემინარი მტკიცებითი მედიცინის აქტუალურ საკითხებსა და  უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის  ღია ლექცია - ბიოსტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის დარგში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა