„სტუდენტური დღეები აჭარა 2016“ ბსუ-ს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით დაიწყო

სურათი

დღეს,  „სტუდენტური დღეები აჭარა 2016“ ბსუ-ს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა ჩემპიონობა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდებს  შორის მოიპოვა.
,,სტუდენტური დღეები აჭარა  2016’’   5 მაისს აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით   დაიწყო და 24 მაისამდე გაგრძელდება.  პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები:

  •  ფრენბურთი - 7 მაისი
  •  ბილიარდი - 10 მაისი
  •  ბოულინგი - 11 მაისი
  •  დარტსი - 17 მაისი
  •  ქუჩის კალათბურთი - 18 მაისი
  •  ქალაქური თამაშები - 23 მაისი

შემაჯამებელი  ღონისძიება 24 მაისს გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებული სტუდენტები  (ორიგინალური ნომერი, მუსიკალური ნომერი, მის სტუდენტი, მან-სან-კანი)   სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა