„ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი

სურათი

17 ივნისს, საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის საჯარო კითხვა და ქართული კალიგრაფიის გამოფენა-კონკურსი  გაიმართა. გამოფენაზე  სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის მიერ  გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“  სტროფები და პოემის თემატიკაზე შესრულებული ნახატები გამოიფინა.

კონკურსის ფარგლებში  „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ენაზე საჯარო კითხვა გაიმართა, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან  ერთად ინდოელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. კალიგრაფიის კონკურსში  გამარჯვებულები ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ. პირველი ადგილი ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს დარიკო შენგელიას ერგო და საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ორენოვანი გამოცემა გადაეცა, დანარჩენ მონაწილეებს კი ფაბლაბ ბსუ-ში დამზადებული შოთა რუსთაველის მედალიონები.

„ვეფხისტყაოსნის“  გადაწერისა  და ქართული კალიგრაფიის კონკურსი შოთა რუსთაველის  850 წლისთავს და საიუბილეო წელთან დაკავშირებით იუნესკოს მიერ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადებას ეძღვნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა