ირლანდიის დელეგაცია უნივერსიტეტს სტუმრობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კორკის საგრაფოს (ირლანდია) დელეგაცია ეწვია.  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში  კორკის საგრაფოს მერს  ჯონ პოლ ო’ შის, კორკის საგრაფოს საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ლუსის და კორკის საგრაფოს საბჭოს კორპორატიული სამსახურების აღმასრულებელ ოფიცერს შონ ო’კალაჰენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  მერაბ ხალვაშმა დელეგაციის წევრებს უნივერსიტეტის  საგანმანათლებლო პროგრამების და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა  პრიორიტეტული  მიმართულებები განსაზღვრეს და ბსუ-სა და ირლანდიის უმაღლეს სასწავლებლებს შორის  სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კორკის საგრაფოს ხელმძღვანელობასა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის შეხვედრა ირლანდიის  დელეგაციის აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში  ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.   ვიზიტის მიზანი აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გაცნობა და  კორკის საგრაფოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დამყარებას  წარმოადგენს.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა