ბსუ-ს კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ანანიძემ, პროფესორებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 1128 სტუდენტმა დაამთავრა. წარჩინებული სწავლისა და სტუდენტურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის 170 სტუდენტს სიგელები გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულები თეთრ ხალათებში შეიმოსნენ და ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

ღინისძიების ფარგლებში ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის მიმართულების სტუდენტებისა და მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის FAB LAB BSU-ს გამოფენა მოეწყო, ხოლო რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში გამარჯვებულ პირველკურსელებსა და სტუდენტთა კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. საღამოს მუსიკალურად კახა ცინცაძის მუსიკალური ჯგუფი ,,ბლექსი“ და ბსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“ აფორმებდა.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სახალისო და გასართობი ფერების ფესტივალით, ელექტრონული მუსიკით, მანათობილი ფრანებისა და ფოიერვერკის გაშვებით დასრულდა.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. ტრადიცია არც წელს დაირღვა და უნივერსიტეტმა ახალგაზრდებს დაუვიწყარი საღამო მოუწყო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა