ბსუ-ს მკლავჭიდის სტუდენტური ნაკრების წარმატება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკლავჭიდის ნაკრებმა ‘’უნივერსიადა 2016’’-ის ფარგლებში გამართულ ჩემპიონატზე 3 საპრიზო ადგილი მოიპოვა. ორი ოქროს მედალი  75 წონით კატეგორიაში (მარცხენა , მარჯვენა კატეგორია) ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეცილობის სტუდენტმა მახმუდ ჭელიძემ მოიპოვა,  ხოლო 80 კგ. წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეცილობის  სტუდენტმა ზაზა ანანიძემ.
საუნივერსიტეტო მკლავჭიდის ჩემპიონატი  ‘’უნივერსიადა 2016’’ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში, 23 ივნისს   საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.  ჩემპიონატში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკლავჭიდის ნაკრებთან ერთად (მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილი)  საქართველოს ოცდახუთამდე უნივერსიტეტის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა