,,სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის დანერგვა საქართველოში -CASEDE“

სურათი

ტემპუსის პროექტის ,,სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის დანერგვა საქართველოში -CASEDE“-ის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა. პროექტის მენეჯერმა, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა თეონა ბერიძემ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის მოხსენება წაიკითხა თემაზე: მსოფლოს ცვალებადობა და მისი გავლენა კარიერულ ზრდაზე. სწავლების ფარგლებში ახალგაზრდები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: თვითშემეცნება, დროის მენეჯმენტი, სტრესულ მდგომარეობასთან გამკლავების გზები, პირადი ფინანსების მართვა, ვაკანსიის მოძიების სტრატეგიები, სააპლიკაციო დოკუმენტების (CV, სამოტივაციო წერილი, რეკომენდაცია) სპეციფიკის გაცნობა, ინტერვიუსთვის მომზადება, სამსახურეობრივ გარემოსთან ადაპტირების გზები და სამუშაო ადგილის შენარჩუნება. ტრენინგის მონაწილეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემათ.
პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს სტუდენტებს კარიერული ხედვის ჩამოყალიბებასა და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა