კონსულტაცია ღია და მონაწილეობითი საჯარო მმართველობის საკითხებზე

სურათი

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლაშა მორგოშიამ, ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა სულხან სალაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კონსულტაცია გამართეს ღია და მონაწილეობითი საჯარო მმართველობის საკითხებზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებულობასა და მის ჩართვას მთავრობის ორწლიანი ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. კონსულტაციის მონაწილეებმა წინა წლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და გამჭვირვალე, ღია მმართველობის ხელშემწყობი პრიორიტეტები განიხილეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა