აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ  პატარაძე ეწვია. მთავრობის თავმჯდომარე   რექტორს მერაბ ხალვაშსა  და აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რექტორმა  ზურაბ პატარაძეს უნივერსიტეტის ისტორია, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ  მერაბ ხალვაშს რექტორის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტთან კოორდინირებულ მუშაობასა და პროფესორ-მასწავლებლების გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე  აკადემიურ პერსონალთან ერთად,  ქვეყნისა და რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიგეგმა.

ახალი სასწავლო წლიდან, ზურაბ პატარაძე ევროპისმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს და  დიპლომატიურ გამოცდილებას გაუზიარებს.

შეხვედრის დასასრულს რექტორმა სტუმარს ბსუ-ს მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებული აჭარის გერბი, უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფის სამეცნიერო მონოგრაფია ’’კლარჯეთი’’ და საიუბილეო წიგნი ‘’ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 80’’ გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა