აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტი უნივერსიტეტში

სურათი

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მერაბ ხალვაშს შეხვდა, რექტორის  არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და 2017 წელს უნივერსიტეტში დაგეგმილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების  საკითხები განიხილა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში „აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება’’ აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან  2,400,000  ათასი ლარი გამოიყოფა. დაფინანსება 3 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას მოხმარდება.

პროექტით 2017 წელს დაგეგმილია შემდეგი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები: I კორპუსის რეაბილიტაცია, I-II კორპუსის სახურავების და უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაცია, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ინტერიერის რეაბილიტაცია და ბიბლიოთეკების აღჭურვილობის მოდერნიზაცია. აგრეთვე, სასწავლო სიმულაციური პროგრამების შეძენა და შესაბამისი სასწავლო ლაბორატორიების მოწყობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა