საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“

სურათი

 საზაფხულო სკოლა „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“ უკვე  მეორედ იწვევს ქ. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ფილოლოგიის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს (ენის ფლობის B1 ან B2 დონით) ერთკვირიან  პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მოიცავს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო, ისე გასართობ აქტივობებს (თემატური ინტელექტუალური თამაშები,  ექსკურსიები).

 საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2016 წლის 5 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ჩაუტარდებათ უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული) ინტენსიური კურსი ენების სექციების მიხედვით.

პროგრამის საგანმანათლებლო და გასართობ-შემოქმედებით ნაწილს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელები და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები. გაიცემა სერტიფიკატი პროგრამაში მონაწილე ყველა პირისათვის.

 ერთკვირიანი საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ მოსწავლე-სტუდენტები: 

  • უფრო თავისუფლად გამოხატავენ აზრს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე პრეზენტაციის, საუბრის და წერის დროს;
  • ამერიკული და დასავლეთ-ევროპული ლიტერატურის გაცნობით დახვეწენ და გაიღრმავებენ უცხოენოვან ტექსტთან მუშაობის უნარ-ჩვევებს;   
  • უცხო კულტურასა და ღირებულებების გაცნობასთან ერთად უფრო ღრმად გაიაზრებენ მშობლიურ კულტურას და ისწავლიან უცხო კულტურის პატივისცემას და ტოლერანტობას;  
  • გააფართოვებენ  სოციალური ურთიერთობის წრეს;
  • გამოიმუშავებენ სხვა ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებთან ერთად გუნდში მუშაობის პრინციპების და სხვისი აზრის პატივისცემის უნარ-ჩვევებს;

დაინტერესებულმა მოსწავლე-სტუდენტებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: enebi@bsu.edu.ge ამა წლის 25 ივლისიდან 20 აგვისტომდე. დარეგისტრირებული აპლიკანტები შეირჩევიან ზეპირი გასაუბრების წესით, რომელიც განხორციელდება ტელეფონით ან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 42-ე აუდიტორიაში 22 აგვისტოს.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე-სტუდენტები გადაიხდიან მხოლოდ სარეგისტრაციო თანხას 20 ლარის ოდენობით შემდეგ საბანკო ანგარიშზე:  

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი - TRESGE 22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7519 – (სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები)

დანიშნულება:  „ენების კვირეული ბსუ-სთან ერთად“  (რეგისტრაციის საფასური)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 558 180081;

           +995 593 567185;

           + 995 593 211912

 
  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა