ბსუ თაფლის ფესტივალზე

სურათი

დღეს, ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამის ‘’მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში’’ ფარგლებში მონაწილეობს, სადაც ბსუ-ს სტუდენტების ჩართულობით, მაღალმთიანი აჭარის მეფუტკრეთა ნაწარმია წარმოდგენილი.

პროგრამის "მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში’’ მიზანია სტუდენტების მონაწილეობით მეფუტკრეების პროდუქტიულობის ამაღლება, მათი გადამზადება, ტექნიკური დახმარება და ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების კვლევა.

პროგრამას საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი - კავკასია ახორციელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასოციაცია ‘’მაჭახელას თაფლის’’ პარტნიორობითა და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" დაფინანსებით.

თაფლის ფესტივალზე რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან დამზადებული 24 მეფუტკრის პროდუქციაა წარმოდგენილი. ორდღიანი ფესტივალი აჭარაში უკვე მეორედ, აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, აჭარის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანაორგანიზატორებით ტარდება.

ფესტივალი, ხვალ გონიოს ციხეში გაგრძელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა