მალოპოლსკას რეგიონის დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის, მალოპოლსკას სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები მალოპოლსკას რეგიონის ვიცე მარშალის ვოიცეხ კოზაკის ხელმძღვანელობით ბსუ-ს რექტორს  მერაბ ხალვაშს შეხვდნენ. შეხვედრაზე რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები წარუდგინა და ხაზი გაუსვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის სილეზიის უნივერსიტეტს შორის უკვე არსებულ თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროექტებს. პოლონურმა სამთავრობო დელეგაციამ  ორ რეგიონს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გამოთქვა სურვილი. შეხვედრაზე ორი ქვეყნის უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებს შორის ხელშეკრულების გაფორმება და ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება დაიგეგმა.

პოლონური   დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში აჭარის რეგიონში მალოპოლსკას რეგიონის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში მოხდა, რომელიც 19 აგვისტომდე გაგრძელდება და რეგიონის მონახულებას, პოტენციალის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას ითვალისწინებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა