საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ერთობლივი V საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლის მიზანია დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება საქართველოში, ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობა, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 7 დღის განმავლობაში მოუსმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიულ ლექციებს, თავად ჩაიწერონ მასალები საზაფხულო სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, მოახდინონ მოპოვებული მასალების ელექტრონული დოკუმენტაცია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და წარმოადგინონ საზაფხულო სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოს ბაზაზე დამუშავებული საპრეზენტაციო მოხსენება.

27-29 აგვისტოს საზფახულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო ვორკშოფი ენათა დოკუმენტირების საკითხებზე. ვორკშოფს ჩაატარებენ დოკულინგვისტიკის სფეროში მომუშავე ევროპელი ექსპერტები: დოკულინგვისტიკის ფუძემდებელი - ნიკოლაუს ჰიმელმანი და ნეიმეხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის ენების არქივის ხელმძღვანელი - სებასტიან დრუდე. საზაფხულო სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა