დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული  ცენტრი 2014 წელს  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფარგლებში შეიქმნა. ლაბორატორიაში საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კვლევები ხორციელდება. ცენტრში აპრობირებულია სასურსათო პროდუქციის და გარემოს კვლევის ორასამდე მეთოდი, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

კვლევის მეთოდები:

  •  პესტიციდების ქრომატოგრაფიული  ანალიზი (რაოდენობა და თვისობრივი);
  •  ტოქსინები  ქრომატოგრაფიული ანალიზი (რაოდენობა და თვისობრივი);
  • ნიტრატები, ნიტრიტები, მძიმე მეტალთა და სხვა იონების ქრომატოგრაფიული ანალიზი კონდუქტომეტრული დეტექტორით;
  • ნიტროზოამინი, ანტიბიოტიკები, დიოქსინი, მისი ანალოგები  ქრომატოგრაფიული ანალიზი უ.ი. ან მას-დეტექტორით;
  • საკვებდანამატები ქრომატოგრაფიული ანალიზი ულტრაიისფერი  ხილული, რეფრაქტრომეტრული ან მას-დეტექტორით;
  • ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, შაქრის შემცვლელები და დამატკბობელები-ქრომატოგრაფიული ანალიზი ულტრაიიისფერი. ხილული, რეფრაქტრომეტრული ან მას-დეტექტორით;
  • ცხიმოვანი მჟავები აირ-ქრომატოგრაფიული მეთოდით (GC) მაღალპოლარული კაპილარული სვეტებით, ასევე მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით რეფრაქტრომეტრული დეტექტორით (HPLC RI) სპეციალური სვეტი ცხიმზეთებისათვის.

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი  აღჭურვილია  თანამედროვე აპარატურით. ლაბორატორიის  მომსახურებით სარგებლობენ რეგიონში მოქმედი საწარმოები პროდუქციის ქიმიური შემადგენლობის კვლევისა და მონიტორინგისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა