ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია

სურათი

2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის  ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“ კერძოდ,

  • ნავთობისა და გაზის ეკონომიკა და გეოპოლიტიკა;
  • ოქროს ეკონომიკა და გეოპოლიტიკა;
  • ალმასის ეკონომიკა და გეოპოლიტიკა;
  • ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში;
  • საქართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მსოფლიო სანედლეულო ბაზრებზე: გამოწვევები და პერსპექტივები.

საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის.

 (იხილეთ საჯარო ლექციების ჩატარების გრაფიკი).

 

   გრაფიკი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა