ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში უნივერსი­ტეტი) აკადემიური საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, კლინიკური მედიცინის  დეპარტამენტში, ქირურგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  2017 წლის 17 იანვრიდან.

საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს II კორპუსის მე-3 სართულზე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საპროცედურო კომისია),  N309 ოთახი.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე

 

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა და განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიების მიერ 2017 წლის 10 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით, 1500 საათიდან 1700 საათამდე.

კონკურსი ჩატარ­დება 2017 წლის 12  იანვარს.

საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2017 წლის 16 იანვრისა, საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერ­სი­ტეტის ვებ. გვერდზე (იხ. ბმული)

კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2017 წლის 17 იანვრიდან.

II. საკონკურსო პირობები

2.1. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 წლის  ვადით შეიძლება არჩეული იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

2.2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საკონკურსო დოკუმენტა­ცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს ბსუ–ს იმ ფაკულტეტის საპროცედურო კომისიას, რომლის აკადემიური პერსონალის ვაკან­ტურ თანამდებობაზეც გამოცხადე­ბულია კონკურსი.

2.3. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარმოდგე­ნი­ლი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდე­ბო­ბაზე.

2.4. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდე­ბულია საპროცედურო კომისიას წარმოუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ქსეროასლთან ერთად;

ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო– პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების მიერ;

გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);

დ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია) ავტორის შეხედულებისამებრ, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე;   

ვ) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი დამოწმებული სანოტარო წესით;

ზ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4;

თ) ინგლისურის ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ინგლისურენოვანი პროგრამების სასწავლო კურსების წაკითხვის შემთხვევაში)

2.5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდი­დატი ვალდებულია საპროცედურო კომისიას წარმოუდგინოს საბაკალავრო საგანმანათ­ლებ­ლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია იმ ენაზე, რომელ ენაზეც ტარდება ლექცია.

2.6.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საპროცედურო კომისიას წარმოუდგინოს „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი“–თ დადგენილი კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადება (დანართი №2), კონკურსანტის მიერ შევსებული ანკეტა (დანართი №3) და შესაბამისი დოკუმენტაცია.

2.7. კონკურსანტის მიერ შევსებული ანკეტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარ­მოდ­გე­ნა სავალდებულოა, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

2.8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ანკეტა შევსებული უნდა იქნას სრულად და მას უნდა ერთვოდეს ანკეტაში ასახული ინფორმაციის დამადასტუ­რებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი, შესაბა­მისი უფლება­მოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა აუცილებელი დოკუმენტი ან მასალა.

2.9. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგის­ტრაციას არ ექვემდებარება.

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

 65 წელს მიღწეული პირის მიერ უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური თანამ­დებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენი­ლებით.

IV. კონკურსის ჩატარების წესი

4.1. კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის, უნი­ვერ­სიტეტის წესდებისა და „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკა­დემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ შე­სა­ბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში ან/და უნივერსი­ტე­ტის ვებ-გვერდზე.

4.2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის გამოსავლენად გაითვალისწინება:

ა) განათლება, აკადემიური ხარისხი და სამსახურეობრივი გამოცდილება;

გ) საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური  და სასწავლო–მეთოდური საქმიანობა;

დ) კონკურსანტის ხელმძღვანელობით შედგენილი აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები;

ე) კონკურსანტთა მონაწილეობა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებზე (ბოლო 6 წლის განმავლობაში);

ვ) სასწავლო კურსების რაოდენობა, რომელთა წაკითხვა შეუძლია კონკურსანტს (პრიორი­ტეტი ენიჭება უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის კურსთან მიმართებით წარმოდგენილ ინფორმაციას);

ზ) საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი დარგის სწავლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა (ბოლო 6 წლის განმავლობაში);

თ) პუბლიკაციები არაუმეტეს 5–ისა, კონკურსანტის შეხედულებისამებრ (ბოლო 6 წლის განმავ­ლობაში);

ი) პატენტები/გამოგონებები (ბოლო 6 წლის განმავლობაში);

კ) კონკურსანტის შეხედულებისამებრ ბოლო 6 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე (არა უმეტეს 5–ისა).

ლ) საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

დადგენილება 115

დადგენილება 02


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა