ბსუ სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტი სასტუმრო „შერატონში“ სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ,,Batumi Build 2016'' -ზე ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა არქიტექტურული კონსტრუქციები და მაკეტები გამოფინა.

დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ადგილზევე გასცნობოდა 3D პრინტერითა და ლაზერული ჭრის აპარატით დამზადებულ ნამუშევრებს და მონაწილეობა მიეღო პირამიდების მაკეტების დამზადების პროცესში.

სამდღიან გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ჰოლანდიიდან.

საერთაშორისო ფორუმში ჩართულობით ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს საშუალება ჰქონდა თავისი პროდუქცია, სერვისები და საგანმანათლებლო პროგრამები ფართო მომხმარებლისათვის გაეცნო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა