თანამშრომლობის მემორანდუმი ბსუ-სა და კომპანია „მეტრო ავრასია ჯორჯია’’-ს შორის

სურათი

დღეს, სასტუმრო შერატონში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ,,მეტრო ავრასია ჯორჯიას’’ შორის  თანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა ტექნოლოგიური ფაკულტეტის  სამშენებლო მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების  დასაქმებას, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას ითვალისწინებს.

თურქული კომპანია ,,მეტრო ავრასია ჯორჯია’’ უმსხვილესი  ინვესტორია საქართველოში,  რომელიც სამშენებლო და სატრანსპორტო ბიზნეს სექტორს მოიცავს.

თანამშრომლობის მემორანდუმი სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენის ,,Batumi Build 2016’’ ფარგლებში გაფორმდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა